ნეაპოლში ზეიმია და რონალდოსმაისურიან კუბოს დაატარებენ - კორონავირუსი აღარავის ახსოვს

AutoSharing Option
ფინალში "ნაპოლიმ" პენალტების სერიაში "იუვენტუსი" 4:2 დაამარცხა და იტალიის თასს მეექვსედ დაეუფლა.

მატჩამდე ნეაპოლში ტიფოზები კუბოს დაატარებდნენ, რომელზეც "იუვეს" ლოგო და თავდამსხმელ რონალდოს მაისურა იყო გადაფარებული.

სხვათა შორის, პორტუგალიელმა, ისევე, როგორც "მილანთან" ნახევარფინალურ შეხვედრაში, თავი ამჯერადაც ვერაფრით გამოიჩინა.

"იუვენტუსთან" მატჩის დასრულებისთანავე უამრავი ნეაპოლელი ცენტრალურ მოედანზე გავიდა, სადაც გამარჯვებას ზეიმობენ - აღარავის ახსოვს კორონავირუსი, არც პირბადეები უკეთიათ და არც სოციალურ დისტანციას იცავენ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფანატიზმი ღუპავს კაცობრიობას
ბაჩი
10:41 19-06-2020
0
100% ვეთანხმები ზედმეტი არაფერი არ ვარგა
ushang
21:56 18-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული