სასჯელი მკრეხელობისთვის - "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული არიან

AutoSharing Option
სერია A-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა მკრეხელობის გამო დისკვალიფიკაცია მისცა "ფიორენტინას" ფეხბურთელ მარტინ კასარესსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს ჯუზეპე იაკინის.

ინციდენტი "ბრეშიასთან" მატჩის დროს მოხდა, რომელიც 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ იაკინიმ და კასარესმა ვერ მოთოკეს ემოციები და მორწმუნეების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარეს.

მკრეხელობა იტალიურ ფეხბურთში მკაცრად აკრძალულია, ხოლო ამ წესის დამრღვევი, შესაბამისად, ისჯება.

27 ტურის შემდეგ "ფიორენტინა" 31 ქულით მე-13 ადგილზეა, "ბრეშია" კი 17 ქულით - ბოლოზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იტალია,მგონი ევროპაშია,არა?ნეტავი დემოკრატიულ ქვეყანასაც ხომ არ ეძახიან?ჰო?რომის პაპიც რომში ზისო,ეგეც მართალია?აბა ჩვენ ქვეყანას რა სჭირს,პატრიარქს,ეკლესიას და ყველა სალოცავს რომ გვიგინებენ და ამისი უფლება აქვთო,გვიმტკიცებენ?ჩვენთან მხოლოდ ლგპტ ები არიან წმინდანებად ჩათვლილნი და მათი ცუდად მოხსენიებაა აკრძალული?
სოსო
10:31 24-06-2020
6
ეს ფეხბურთელებს უკრძალავს ფეხბურთის ფედერაცია მკრეხელობას თორე ტელევიზიაში, ქუჩაში და ხალხში იქაც ვისაც რა უნდა იმას ამბობს.
აბა რა გინდა ვინმეს თუ არ მოწონს პატრიარქი ან არ ეთანხმება რელიგიას დასაჯონ ან დაიჭირონ?
Superman
18:12 24-06-2020
2

სიახლეები პოპულარული