მალდინი: დონარუმა საუკეთესო მეკარეა, მისი შენარჩუნება - "მილანის" ვალდებულებაა

AutoSharing Option
"მილანის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი იმედოვნებს, რომ გუნდის მეკარესთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება მოხერხდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეკარესა და კლუბს ხელფასებზე სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ და ჯანლუიჯის მიერ მოთხოვნილ თანხას ვერ იხდიდნენ. ამავე დროს, ფეხბურთელით ინტერესდებიან "რეალი" და პსჟ, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები.

"ჩემი აზრით, დონარუმა მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ის "მილანის" სიმბოლო გახდა და დიდი გზა გაიარა: კლუბის აკადემიიდან დაიწყო და გუნდის პირველი ფეხბურთელი გახდა. ჩვენი ვალდებულებაა მისი შენარჩუნება", - განაცხადა მალდინიმ DAZN-თან ინტერვიუში.

21 წლის მეკარე
"მილანის" ძირითად გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 29 მატჩში 34 გოლი გაუშვა და 12-ჯერ კარი "მშრალად" შეინახა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ მილანის მიერ, რომას დამარცხებაზე რატო არაფერს არ დებთ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული