მალდინის რეკორდი დამხობილია - ტეო ერნანდესი "მილანის" ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში "მილანი" გასვლაზე "კომოს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. "როსონერის" მხრიდან გამათანაბრებელი გოლი 71-ე წუთზე ტეო ერნანდესმა გაიტანა, რაც სარეკორდო აღმოჩნდა.

ფრანგ ფეხბურთელს "მილანის" ფორმით 30 გოლი მოუგროვდა, რაც "ლომბარდიელთა" რიგებში მცველების მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელია.

აქამდე რეკორდი ლეგენდარულ პაოლო მალდინის ეკუთვნოდა, რომელმაც "როსონერის" ფორმით მეტოქეთა კარი 29-ჯერ აიღო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალდინი ნამდვილი ცენტრალური მცველი იყო.თეო ერნანდესს კი,მცველად თითქოს ვერც კი აღვითქვამ.სულ შეტევაშია!
სოსო
16:19 15-01-2025
0

სიახლეები პოპულარული