Football Italia-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კიდევ ერთ ისტორიულ მიღწევასთან ძალიან ახლოსაა.
გამოცემის მიხედვით, რონალდოს შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და სერია A-ში 50 გოლის გატანა შეძლო.
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგიდან 3-ში მოახერხა 50-ზე მეტი გოლის გატანა, ბოსნიელი ედინ ჯეკო გახლავთ. "რომას" ფორვარდმა გერმანიაში ("ვოლფსბურგი", 66 გოლი), ინგლისსა ("მანჩესტერ სიტი", 50 გოლი) და იტალიაში (68 გოლი) გაიტანა.
სერია A-ში ჩატარებული 32 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს "იუვენტუსი" 76 ქულით ლიდერობს. კრიშტიანო რონალდო კი
ბომბარდირთა დავაში "ლაციოს" ფორვარდ ჩირო იმობილეს 1 გოლით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 6 ტურია დარჩენილი.
"იუვენტუსი" "ატალანტასთან" მარცხისგან რონალდომ 2 პენალტით იხსნა [VIDEO]
რონალდოს და ბუფონის რეკორდები, დიბალას მორიგი გოლი და "იუვენტუსის" დამაჯარებელი გამარჯვება [VIDEO]