სუარესი ორშაბათს იტალიური ენის გამოცდას ჩააბარებს

AutoSharing Option
თავდამსხმელ ლუის სუარესის "იუვენტუსში" გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, მაგრამ ამისათვის "ბარსელონასთან" კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს და ევროკავშირის მოქალაქის პასპორტი აიღოს. საქმე იმაშია, რომ სერია A-ს გუნდებს გუნდში 3 არაევროკავშირელი ყოლის უფლება აქვთ.

ესპანეთში ამისათვის მან მეუღლის, სოფია ბალბეს პასპორტი წარადგინა, იტალიაში კი ცოტა რთული პროცედურაა. კერძოდ, იტალიური ენის გამოცდის ჩაბარება მართებს. ის გამოცდას ორშაბათს ბარსელონაში იტალიის საკონსულოში ჩააბარებს.

ლუისი "ბარსაში" არტურო ვიდალთან ერთად განცალკევებით ვარჯიშობს, თავისუფალ დროს კი იტალიური ენის რეპეტიტორი მის სახლში დადის და რამდენად ნიჭიერი და ბეჯითია, ხვალ გამოჩნდება.

სუარესს
"იუვე" 2:1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებს, სეზონურ გასამრჯელოდ კი 10 მილიონ ევროს დაუნიშნავს. ამას გარდა, ის ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ კატალონიური კლუბისგან 15 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იუთუბზე აკრიფეთ რონალდუს ქალები და ნახეთ რა ცნობილი და სილამაზის საყვარლები ყოლია.4 გუნდი გამოიცვალა პლუს ნაკრები და ყველა თანაგუნდელი მის გამორჩეულ კაცურ საქციელზე ლაპარაკობს.უამრავი მეგობარი.
ქალაჩუნა თქვენი მესია რომელსაც არც მეგობარი ყავს და როგორც თვითონ თქვა არც თანაგუნდელები დაუდგენ გვერდში.გეგონება პატარა ბავშვი იყოს მამამის დაარბენინებს საქმეებზე ეტყობა არავის ენდობა. ქალებთან გულაობაზე არაფერს ვიტყვი ოჯახი ყავს თვითონ იცის თავის საქმე.
იაფასიანი ზღაპრები ერთმანეთს მოუყევით
08 სექტემბერი 2020 16:39
2
რაც არ უნდა გაამართლო როლანდო, ცნობილია მისი ქალაჩუნობა ისე, რომ არ გვინდა რა შენი ზღაპრების მოყოლა.
კუმანას.
08 სექტემბერი 2020 18:09
2
მოდი რა რონალდუს კაცობაში და ადამიანობაში მაინც ნუ შეადარებ მესის. რეალიდან მესისავით წივილ კივილით კი არ წამოსულა არამედ როგორც კაცს შეეფერება ამაყად თავააწეული.რაც შეეხება კაცურ ცრემლებს ორჯერ მახსოვს ნაკრებში საფრანგეთთან ფინალში.პირველად როდესაც ტრავმა მიაყენეს და ვეღარ მიეხმარებოდა გუნდს და მეორედ სიხარულისგან როცა გაიმარჯვეს.ეს იმიტომ რომ მას ფანატიკურად უყვარს პორტუგალიელი ხალხი.
kuman
07 სექტემბერი 2020 16:25
2
როლანდოს კაცობა?! კაი რა ნუ გვაცინებ. დიბალას ტუჩებში კოცნა, ვიღაცა ტიპს ხელში ატატებული, რომ ყავს, ეგ სურათიც ვიცით.ატირებულიც ბევრჯერ გვინახია აღუასავეთ. თავაწეული არა ის არ გინდა? გააგდეს და კარგად გვარიანადაც გაბრაზებული იყო პერესზზე. ისე ყველაფერი ვიცით კრისტინჩიკაზე რა "კაციც" არის, გატყობთ ნამეტნავად "გიყვარს" ეგ ქალაია.
კუმანას
07 სექტემბერი 2020 20:18
1
დროა მოშორდე ამ სექტას სახელად ბარსა სადაც არსებობდა ერთი კერპი რომლის გარშემოც ბრუნავდა სამყარო.გისურვებ იუვეში გადასვლას სადაც კაცურად ხვდებიან მოგებასაც და წაგებასაც.
კუმანი
07 სექტემბერი 2020 12:20
1
შენს როლანდოსაც ბევრჯერ უტირია პატარა ბავშვივით. რა დაგვავიწყებს მის სახეს როცა აგებდა ბევრ თამაშებში.
კუამანას
07 სექტემბერი 2020 12:45
0
ეეხ, ასეთ ფეხბურთელს,რომ გაუშვებენ რაზეა საერთოდ ლაპარაკი. თუ "ასაკოვანია" (უკვე აუტანელია ამ ყბად აღებული ასაკებზე ლაპარაკი)იუვე მაშინ რატომ იწვევს? ყოჩაღ ბარსა ლეგენდების ასე "დაფასებისათვის".
???
07 სექტემბერი 2020 12:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული