კრიშტიანო რონალდო მკაცრად გააკრიტიკეს: ის მატყუარა და ამპარტავანია

AutoSharing Option
იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ მკაცრად გააკრიტიკა ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და მას მატყუარა უწოდა.

"ცნობადობა და ტალანტი ზოგზოგიერთ ფეხბურთელს ამპარტავნად და მატყაუარად არ უნდა აქცევდეს, მათ ხელისუფლებათა გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცენ. რაც მეტი იცი, პასუხისმგებლობა მით მეტად უნდა იგრძნო და სანამ რამეს იტყვი, ჯობს საზოგადოებას კარგი მაგალითი აჩვენო.

არ მაქვს სურვილი ამ თემაზე უსასრულოდ საუბრისა. გაქცეული ფეხბურთელების შესახებ ვადასტურებ იმ სიტყვებს, რაც გუშინ ვთქვი, რომელიც კლუბის მიერ მოცემულ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული.

შიდა საქმეებში არ ჩავერევი. მათ გამოჯანმრთელებასა და
ნორმალურ ცხოვრებაში მალე დაბრუნებას ვუსურვებ,"- განაცხადა სპადაფორამ.

მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდომ პროტოკოლი დაარღვია და ეროვნულ გუნდში გაემგზავრა. იქ კორონავირუსი შეეყარა და უკან, ტურინში დაბრუნდა.

მომზადებულია Gazzeta dello sport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 7 /
კრაზანა, ცოტა ზრდილობა არ გაწყენდდა. კი ბატონო ვთქვათ ჩვენი სათქმელი, მაგრამ გინების გარეშე!
SPORTALL..GE- ს მიაქციეთ ყურადღება, ასეთ უხამს კომენტარებს.
21:05 17-10-2020
4
აკი უცენზურო სიტყვების ავტორი დაიბლოკებაო?
კრაზანას არ ეხება???
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
19:39 17-10-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული