"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 39 წლის ასაკში თამაშის სირთულეებზე ისაუბრა.
"უფრო ადვილად ვიღლები, ვიდრე ახალგაზრდობაში. დიდხანს მძინავს, რადგან აღდგენისთვის მეტი დრო მჭირდება. ადრე მატჩის შემდეგ ძალების აღსადგენად ერთი დღე საკმარისი იყო, ახლა კი ორი-სამი დღე მჭირდება. ჩემი ასაკისთვის ეს ნორმალურია.
სანამ შემიძლია შედეგიანი ვიყო, მაღალ დონეზე ვითამაშებ. როგორც მივხვდები, რომ ვეღარ ვქაჩავ, მაშინვე წავალ. უნდა ვგრძნობდე, თუ რას ვაძლევ ხალხს", - განუცხადა იბრაჰიმოვიჩმა უეფას საიტს.
იბრამ ტრავმა მოირჩინა და 20 დეკემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში "სასუოლოსთან" ითამაშებს.
როგორც ერთი კომენდატორი იტყოდა: "გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოაო!!..." ამ შემთხვევაში: ...ასაკი მაინც ასაკია...