"მე მათ გაშვებას არ ვაპირებ..." - სტეფანო პიოლი

AutoSharing Option
"მილანის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ თავისი გუნდის თურქ ნახევარმცველზე, ჰაკან ჩალხანოღლუზე ისაუბრა. 

"ჩვენ უამრავი მატჩი მოვიგეთ, იმიტომ, რომ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. მე მათ გაშვებას არ ვაპირებ.

ჩალხანოღლუს შეუდარებელი ტექნიკა აქვს. მან მოედანზე რა უნდა გააკეთოს, ყოველთვის იცის. ის შეუდარებელია. 

ვფიქრობ, ჰაკანი "როსონერიში" ბედნიერია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედია, მივაღწევთ იმას, რაც ყველას ასე გვსურს" - განაცხადა პიოლიმ. 

ამ სეზონში ჩალხანოღლუმ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი 1 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

ამ ზაფხულს თურქი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება და შესაძლოა კლუბი დატოვოს.
მისით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. 

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

alt"ვამაყობ ამ გუნდით..." - პიოლი "მილანზე"

altგულშემატკივრები ზამთრის ჩემპიონ "მილანს" ასე ხვდებიან [PHOTO]






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული