რონალდოს დუბლი - "იუვენტუსმა" "მილანთან" შეხვედრამდე "უდინეზეს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 4:1 დაამარცხა "უდინეზე".

"იუვეს" თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა - პირველი მიმდინარე ტურნირზე. მის ანგარიშზე 14 გოლია და ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელმაც 19 გოლი გაიტანა.

კრიშტიანომ კლუბსა და ნაკრებში 20+ გოლი ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა.

"იუვენტუსი" 27 ქულით მეხუთე ადგილზეა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 6 იანვარს გასვლაზე ლიდერ "მილანს" შეხვდება.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - უდინეზე 4:1
გოლები: 1:0 რონალდო (31), 2:0 კიეზა (49), 3:0
რონალდო (70), 3:1 ზეგელარი (90), 4:1 დიბალა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეტყობა დაავიწყდათ ამას წინათ მაღალი დონის ბარსას რომ მოუგეს 3-0 და საერთოდ კრიშტიანოს რომ მაღალი დონის გუნდები ყავს გამწარებული ასეთი უნდა.კაცი 21 საუკუნის საუკეთესოდ აღიარეს.რეკორდები ისეთი აქვს დამყარებული და კიდევ დასამყარებელი რომელსაც სანამ ახალი ტერმინატორი არ დაიბადება ვერავინ მოხსნის.
რონალდუ იგივე ტერმინატორი
17:52 04-01-2021
2
პელეს რეკორდი 757 ბურთი გააუმჯობესა,21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელრს,თქვენ კი უსინდისოდ დუმხართ.ამაზე მაგარი რა უნდა მოხდეს დღევანდელ ფეხბურთში.თუ აკრძალული გაქვთ რონალდუზე პოზიტივის წერა.
სამარცხვინოები
14:20 04-01-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული