“ის ჩვენი მომავალია...” - ტურინში რონალდოს ნდობა გამოუცხადეს

AutoSharing Option
ტურინის “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა იტალიური გუნდის მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დაიცვა. 

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუსთან” გამოვარდნა დააბრალეს, თუმცა ტურინული კლუბის სპორტული დირექტორი გუნდის მომავალს იმედისმომცემად თვლის.

“მან 2020 წელს 38 თამაშში 41 გოლი გაიტანა. ის იტალიის სერია A-ში საუკეთესო თავდამსხმელია. მან 5 "ოქროს ბურთი" მოიგო. 

ვფიქრობ, პრივილეგიაა, როდესაც “იუვენტუსში” კრიშტიანო რონალდო გვყავს. ჩვენ ის ავირჩიეთ. ის ჩვენი მომავალია”, - განაცხადა  ფაბიომ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt"იუვენტუსმა" რონალდო აირჩია, დიბალას ტურინული თავგადასავალი სრულდება?

მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორედ ამაშია საქმე რომ ასაკოვანი რონალდო და მესი კიდევ ყველას ჯობნიან თავიანთ კლუბებში.
ამაშია საქმე
13:08 15-03-2021
0

სიახლეები პოპულარული