თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შეიძლება ზაფხულში "იუვენტუსი" დატოვოს, - იტყობინება Football Italia.
გამოცემის მტკიცებით, "იუვემ" არგენტინელს ახალი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ ბონუსებიანად დაახლოებით 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მან მეტი მოითხოვა და ტურინული კლუბი ტრანსფერზე დააყენებს.
ეს გასაგებიცაა, რადგან 27 წლის ფორვარდს "იუვენტუსთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება და სანამ დროა, უნდა გაყიდონ.
ტრავმის გამო დიბალას 10 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, ამ სეზონში კი სერია A-ს 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.