პოგბას დისკვალიფიკაცია შეუმცირეს, მაგრად "იუვენტუსიდან" უშვებენ

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, "იუვენტუსი" გუნდის ნახევარმცველმ პოლ პოგბას კონტრაქტს გაუწყვიტავს.

მოგეხსენებათ, ფრანგს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვემდე დაუყვანეს და მას მოედანზე ასპარეზობა უკვე 2025 წლის მარტიდან შეეძლება.

"კალიარისთან" მატჩის წინ აღნიშნულის შესახებ კითხვა ტურინელთა მთავარ მწვრთნელ ტიაგო მოტას დაუსვეს, რომელმაც ორაზროვანი პასუხი გასცა.

"პოგბა კარგი ფეხბურთელი იყო და მის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ გუნდი მიიღებს. მხოლოდ წინ ვიყურები და მომავალ შეხვედრებზე ვფიქრობ", - თქვა მოტამ.

იტალიური მედია წერს, რომ დისკავლიფიკაციის პერიოდში "იუვენტუსი" პოგბას ხელფასის სახით მხოლოდ 2000 ევროს უხდიდა, დისკვალიფიკაციის ამოწურვის შემდეგ
კი შრომითიი ხელშეკრულება კვლავ გააქტიურდება, რის გამოც ფრანგისთვის საკმაოდ დიდი გასამრჯელოს გადახდა მოუწევს და ამიტომ, მალე უნდა, რომ კონტრაქტი გაუწყვიტოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული