სერია A-ს 34-ე ტურში, მას შემდეგ, რაც "ატალანტამ" ვერ შეძლო "სასუოლოს" დამარცხება (1:1), "ინტერი იტალიის ჩემპიონი გახდა.
"ინტერმა" სკუდეტო 2010 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა და ისტორიაში მეცხრამეტედ დაეუფლა.
"იუვენტუსმა" რონალდოს დუბლით 2:1 სძლია სტუმრად "უდინეზეს" და სამ გუნდს - "ატალანტას", "იუვენტუსსა" და "მილანს" 69 ქულა აქვთ, 67 ქულით მეხუთე პოზციაზე კი "ნაპოლია". ასე რომ, მეტად დაძაბული ფინიში გველის.
"ინტერს" ჩემპიონობა პირველმა "იუვეს" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მომავალ სეზონში დაბრუნდება.
-30APR/05/screenshot8.png" border="0" alt="alt" style="height: 50px; width: 50px;" title=""იუვემ" მატჩი მოიგო, "ინტერმა" - სკუდეტო" />"რონალდო მოედანზე მოჩვენებას ჰგავს..." - სუპერვარსკვლავი დიდი კრიტიკის ქვეშაა