"მილანის" აღზრდილმა თავი 20 წლის ასაკში მოიკლა

AutoSharing Option
"მილანის" აღზრდილმა 20 წლის ფეხბურთელმა სეიდ ვისინმა თავი მოიკლა.

ახალგაზრდას ცხედარი ხუთშაბათს, 3 ივნისს მისსავე სახლში იპოვეს. ფეხბურთელი მეორე დღეს ქალაქ ნოჩერა-ინფერიორეში დაკრძალეს.

ვისინი ეთიოპიაში დაიბადა, 7 წლიდან კი იტალიაში გადაცხოვრდა. ის "მილანის" აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ "ბენევენტოში", მოგვიანებით ფეხბურთს შეეშვა და რესტორანშიც მუშაობდა მიმტანად, ბოლოს ფუტსალის გუნდში გამოდიოდა.

Corriere dello Sport-მა გარდაცვლილის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მოთამაშის გარდაცვალება საზოგადოების რასისტულ განწყობებს დააბრალა.

"ჩვენს ქალაქში ჩემი შვილი ყველას უყვარდა, ისეთი იყო, როგორც სხვები. მის დაკრძალვაზე ბევრი ოჯახი და ახალგაზრდა მოვიდა. ის წერილი
კი ძველი იყო და სუიციდთან არანაირი კავშირი არ ჰქონია,"- უთხრა უფროსმა ვისინმა გაზეთ La Repubblica-ს.

"მილანში" ყოფნისას ოთახში ის ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად ცხოვრობდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 2 /
ზოგჯერ მიზეზიც კი არ აქვს სუიციდს. ყველაფერი უაზრობაა და ამაზე ფიქრისგან დასაღწევად ერთმანეთი გვჭირდება
დემე
06 ივნისი 2021 17:06
0
ყველა აზრი ან ბორიტისგანაა, ან კეთილისგან. ადამიანს კი აქვს არჩევანის საშუალება ანუ თავისუფალი ნება.
დავითი
07 ივნისი 2021 10:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული