მოურინიო სერხიო რამოსს "რომაში" ეპატიჟება

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფ "რეალის" ყოფილ კაპიტანს, სერხიო რამოსს, მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "რომაში" ეპატიჟება, - იტყობინება Sport Mediaset-ი.

"რომამ" რამოსს ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 7.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან ამაზე ორჯერ უფრო მაღალი ანაზღაურების მიღება სურს.

თავად სერხიოს ყველაზე მისაღებ ვარიანტად პსჟ მიაჩნია, სადაც მისი რამდენიმე ყოფილი თანაკლუბელი თამაშობს, მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო კი ესპანურად საუბრობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული