26 იანვარს, იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში, ერთმანეთს "ლეჩე" და "ვიჩენცა" (2:1) დაუპირისპირდნენ. ნაკლებად გამორჩეული მატჩი საკმაოდ ემოციური და ამაღელვებელი გამოდგა.
საქმეში იმაში გახლავთ, რომ "ლეჩეს" ფეხბურთელმა ზან მაიერმა მატჩის მსვლელობისას "ვიჩენცას" სპორტსმენის, რიკარდო მეჯორინის დედას შეურაცხყოფა მიაყენა... სტუმართა ათლეტს კი მშობელი მატჩამდე გარკვეული პერიოდით ადრე გარდაეცვალა.
ფეხბურთელმა ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.
"დედაჩემი რა შუაშია? პატივისცემა გამოიჩინე" - განაცხადა მეჯორინიმ.
მატჩის დასრულების შემდეგ მეიერმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა, რასაც რიკარდო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
"შეურაცხყოფა მომაყენეს. მივედი, რომ ერთ-ერთი
ფეხბურთელისთვის, რომელიც მოედნის ცენტრში ჩხუბობდა, ხელი მეკრა. არ მინდოდა, რომ ეჩხუბათ... ემოციურია, როდესაც ადამიანი გაყენებს პირად შეურაცხყოფას, შენთვის ძვირფას ადამიანზე ცუდად საუბრობს, ის კი აღარაა ცოცხალი... თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მატჩის დასრულებისთანავე მან ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ანუ მიხვდა თავის დანაშაულს" - განაცხადა მეჯორინიმ.
მომზადებულია corrieredellosport-ის მიხედვით