ანხელ დი მარიას ახალი კლუბი ცნობილია - არგენტინელი სეზონურად 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

AutoSharing Option
La Gazetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანხელ დი მარია კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს.

არგენტინელმა ტურინული კლუბის წინადადება მიიღო. ის 1+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონურად 7 მილიონი ევრო იქნება.

დი მარია თავისუფალი აგენტია და მისი ბოლო კლუბი პსჟ გახლდათ, სადაც ბოლო 7 წელიწადი დაჰყო.

ამ დროის განმავლობაში მან 295 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 93 გოლი გაიტანა და 119 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაა ხალხო უპატივცემულობა პსჟ-დან იუვეში წასვლა თუ წელიწადში 7 მილიონი? ხალხი შიმშილის ზღვარზეა ეს ღ---ი(მარტო დიმარიას არ ხება, ეხება ყველას ვინც წელიწადში მილიონებს იღებს) მილიონებს იჯიბავენ და კიდე უპატივცემულობაო, მართლა ღირსები ვართ რა კაპიკებს, რომ გვიყრიან, ისიც არ უნდა მოგვცენ.
ეეე
27 ივნისი 2022 16:10
1
გატყობთ ფეხბურთის გაგებაში არ ხარ!
ეეე-ს
27 ივნისი 2022 16:41
3
ლეგენდების უპატივცემლობა, ფეხბურთის უპატივცემლობაა!
თემო.
27 ივნისი 2022 12:03
0
ასეთ კარგ ფეხბურთელს, რომ გაუშვებ, ფუი ასეთ ფეხბურთს!
უკვე ყელში ამოვიდა, ლეგენდების დამცირება!
27 ივნისი 2022 10:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული