სუპერსექსუალური იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც კვარაცხელიას თამაშებს გაარჩევს - რატომ გააკრიტიკეს დილეტა ლეოტა [PHOTO]

AutoSharing Option
სუპერსექსუალური და ულამაზესი იტალიელი ჟურნალისტი დილეტა ლეოტა სერია A-ს მატჩებზე მუშაობს. ის უმეტესწილად "ნაპოლის" თამაშებზეა გამწესებული და მალე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც მოუწევს საუბარი...

ახლა კი ქალბატონი დილეტა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და დააბრალეს, იმიტომ გიყურებენ, ასეთი ლამაზი და სექსუალური ხარ, თანაც გამომწვევად გაცვიაო...

მოკლედ, მან ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი თქვა: "თუ ფეხბურთი გაინტერესებს, მომისმინე, მარტო ნუ მიყურებ".

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი იტალიელი ჟურნალისტი კატერინა კოლოვატი გამოეხმაურა, რომელმაც ლეოტას შემდეგი პასუხი გასცა:

"თუ ჟურნალისტი ასეთი ტანსაცმლით მიდის თამაშზე, ურჩევნია მხოლოდ უყურონ
და არა უსმინონ", - დაწერა კოლოვატიმ და თან თავისი სიტყვების დასამოწმებლად ფოტოც დაურთო.

Sportall.Ge

ამ რეპლიკების გაცვლამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია... ძირითადი მხარდამჭერები კი კატერინას გამოუჩნდნენ...

"დილეტა ჟურნალისტი არ არის. ამიტომ მას არ სჭირდება პროფესიული ეთიკის დაცვა. ვერავინ უარყოფს, რომ ფიზიკური მონაცემების წყალობით ბევრს მიაღწია", - წერენ სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, ლამაზმან ლეოტას "ინსტაგრამზე" 8,3 მლნ გამომწერი ჰყავს და მათ ხშირად ანებივრებს თამამი ფოტოებით.

რამდენიმე წლის წინ ჰაკერებმა მისი WhatsApp-ის პროფილზე წვდომა მიიღეს და ინტიმური ფოტოები ინტერნეტში გაუვრცელეს.

ლამაზმანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფოტოებს რამდენიმე წლის წინ თავის ყოფილ ბოიფრენდს უგზავნიდა და დარწმუნებული იყო, რომ ამ ფოტოებს სხვა არავინ ნახავდა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
რატომ გგონიაათ, რომ გოგოებს არ გვიყვარს ფეხბურთი? გვიყვარს და მერე როგორ?
ფეხბურთის გულშემატკივარი, ნონა.
15:39 27-06-2022
1
არა ტო ეს ხვიჩას არ ანახოთ ბიჭი 21 წლისაა გოლზე იფიქროს თუ (გოლებზე, ქალს 4 გოლი აქ სეზონის გოლები თან)) ხვიჩას შევხვდი ამასწინ და ორისიტყვით გავისაუბრეთ სურათი გადავიღეთ,ვინც არ იცნობთ ხალხო ეგეთი თბილი გემრიელი ყურადღებიანი ხასიათიანი კაცი გამორჩეულად რო აქ ადამიანს გეფიცებით უმაგრესი ბიჭია,ხოდა მაშინ ვთქვით პირველ რიგში იტალიური უნდა გასხლას რო ჩაერთოს მთელი გულით და სულით,ეგრე იყო რუბინშიცო სანამ არ მესმოდა ენა თითქოს რობოტივით ვიყავიო.
მირო
21:56 27-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული