კვარაცხელიას თანაგუნდელი 25 წლის სამხრეთკორეელი მცველი გახდება - მან კულიბალი უნდა შეცვალოს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" 25 წლის სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჟაე კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს.

კვარაცხელიას კლუბმა აზიელ ფეხბურთელთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა. ის უახლოეს დღეებში ჩაფრინდება იტალიაში და კონტრაქტსაც გააფორმებს. ნეაპოლელებს ეს სიამოვნება 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

კიმ მინ ჟაეს ნეაპოლში კალიდუ კულიბალის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც "ჩელსის" მიაშურა. მას კარიერის განმავლობაში, "ფენერის" გარდა, სამშობლოში "ჯეონბუკში", ასევე, ჩინეთის "ბეიჯინგ გუოანში" უასპარეზია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი მცველია იუთუბის ვიდეოებს თუ დავუჯერებთ
რობი
26 ივლისი 2022 13:31
0
ამათი ვერაფერი გავიგე, კვარაში 10 მლ-ნამდე ძლივს გადაიხადეს და ვინმე კიმ მინ ჟანე 20 მილიონად შეიძინეს,თანაც მცველი ყოფილა, 25 წლის. დავიჯერო ხვიჩაზე 2-ჯერ ძლიერიაა...
A BBA
26 ივლისი 2022 11:26
0
მანდ რამდენიმე ფაქტორია მე სამ ძირითად ფაქტორა გამოვყოფდი. 1- ფენერბახჩედან გადავიდა, რომელიც რუბინზე 2 თავით მაღლა დგას როგორც კლუბი, ქალაქი და ისტორია. 2 ფაქტორი ქართველების ნაკლები ცნობადობაა კორეელებთან შედარებით. 3 ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანი კორეის ბაზარი მიმზიდველია ჩვენზე 15ჯერ მეტი მოსახლეობით, წარმოიდგინე რამდენი მაყურებელი და გულშემატკივარი მიემატება ნაპოლის კორეიდან.
დავით 2101
28 ივლისი 2022 10:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული