კვარაცხელიას კლუბმა აზიელ ფეხბურთელთან ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა. ის უახლოეს დღეებში ჩაფრინდება იტალიაში და კონტრაქტსაც გააფორმებს. ნეაპოლელებს ეს სიამოვნება 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
კიმ მინ ჟაეს ნეაპოლში კალიდუ კულიბალის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც "ჩელსის" მიაშურა. მას კარიერის განმავლობაში, "ფენერის" გარდა, სამშობლოში "ჯეონბუკში", ასევე, ჩინეთის "ბეიჯინგ გუოანში" უასპარეზია.