დრის მერტენსი შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
35 წლის თავდამსხმელმა დრის მერტენსმა "ნაპოლი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა შეიძლება უკან დაბრუნდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ტუტოსპორტი" ავრცელებს.

მერტენსს უნდა, იტალიის ფარგლებს გარეთ რომელიმე კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო მიიღოს, მაგრამ თუ მსურველი არ გამოუჩნდა, უკან დაბრუნდება და "ნაპოლის" 2.4-მილიონიან ხელფასზე დათანხმდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიელის სამსახურით "ლაციო" იყო დაინტერესებული, რაც არ დადასტურდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი იქნება თუ დაბრუნდება.არა ყავს ნაპოლის ისეთი ძლიერი სასტავი.
კახა ქ.
27 ივლისი 2022 19:20
0
აღარ უნდა მიიღონ უკან ის მოღალატე @ ოსიმენი მაგაზე ნაკლები არაა და თანაც ხვიჩასთანაც კარგად შეთამაშდა ! ან თუ მიიღებენ ყველაზე ნაკლები ხელფასი უნდა დაუნიშნონ !
zura222
27 ივლისი 2022 09:28
2
ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის დაბრუნება,კლუბს აუცილებლად გამოადგება.ნეტავი ასე მოხდეს.
სოსო
26 ივლისი 2022 22:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული