"ნაპოლიდან" აბარგებულ მერტენსს მორიგ იტალიურ გრანდში გადასვლის შანსი გამოუჩნდა

AutoSharing Option
იტალიური პრესიც ინფორმაციით, "იუვენტუსს" 35 წლის ბელგიელი შემტევის დრის მერტენსის დამატება სურს, ვინაც თავისუფალი აგენტია.

მოგეხსენებათ, ბელგიელმა "ნაპოლი" 1 კვირის წინ დატოვა და ახალი გუნდის ძიებაშია.

თავის მხრივ, გაძლიერება შეტევაში "ვეკია სინიორასაც" სჭირდება და მერტენსის გარდა, ალვარო მორატას დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავს.

35 წლის ბელგიელი "ნაპოლის" ყველა დროის გოლეადორია, 397 მატჩში მან 148 გოლი შეაგდო.