"ნაპოლის" შემტევმა "ვესტ ჰემში" გადასვლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
28 წლის პოლონელმა ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ "ნაპოლიდან" "ვესტ ჰემში" გადასვლა არ მოისურვა.

Tuttomercatoweb-ი იტყობინება, რომ მას პრემიერლიგის საშუალო დონის გუნდში თამაში არ უნდა.

ზელინსკიში "ვესტ ჰემი" მზად იყო 40 მილიონი ევრო გადაეხადა, ხოლო ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 3.5 მილიონი და პლუს ბონუსები შესთავაზეს. ნეაპოლური კლუბი ტრანსფერზე თანახმა იყო, თუმცა პოლონელმა უარი განაცხადა, რადგან ეს კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია.

ზელინსკი "ნაპოლიში" 2016 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი სერია A-ს 35 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა ეტყობა რეალი უნდა.DDDDDDDDDDDDDDD
რრრ
19:13 03-08-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული