Serie A არენების განათების დროს ამცირებს - ენერგოკრიზისის შედეგი...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის შეხვედრებზე ევროპაში გამოწვეული ენერგოკრიზის გამო განათებებს ნაკლები დროით გამოიყენებენ. ამის შესახებ Football Italia წერს.

ევროპის ბევრ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასი ისტორიული მაქსიმუმი გახდა, რომელიც რუსეთიდან გაზის მიღებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. გერმანიაში წელიწადზე გათვლილი კონტრაქტების მიხედვით 1 მეგავატის საათის ფასმა 995 ევროს მიაღწია, საფრანგეთში კი 1100 ევროს. გასული წლის მონაცემებს ეს თანხა 10-ჯერ აღემატება.

ამის პარალელურად, სერია ა-მ განაცხადა, რომ სტადიონებზე ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებს. მე-5 ტურის შემდეგ არენებზე პროჟექტორები, მაქსიმუმ 4 საათით იქნება ჩართული. დღისით გასამართ მატჩებზე დენი თამაშის
დაწყებამდე 90-ის ნაცვლად 60 წუთით ადრე ჩაირთვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად იტალიის სტადიონებზე ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს, მაგალითად იტესტება დიოდური განათებისა და მზის ბატარეების სისტემა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კრიზისი დროებითია! ადრე თუ გვიან ევროპა აუცილებლად დაძლევს ენერგოკრიზისს,აი რუსეთის მარტივ მამრავლებად დაშლა კი მხოლოდ დროის საკითხია,მას მეორე შანსი აღარ მიეცემა!
ეს
03:18 04-09-2022
0

სიახლეები პოპულარული