"ბებერი ქალბატონის" ამ ჩავარდნას ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ალეგრი "ვეკია სინიორადან" უნდა წავიდეს.
"ალეგრი უნდა წავიდეს, ის ძალიან ცუდია. მან "იუვენტუსთან" წარმატებას მაშინ მიაღწია, როდესაც გუნდში 50 ჩემპიონი თამაშობდა.
ახლა კი მან გუნდს რაღაც საკუთარი უნდა მისცეს, თუმცა შედეგს ყველა ვხედავთ", - თქვა კასანომ.