პიოლი: "მილანს" უნდა სჯეროდეს, რომ "ნაპოლის" გადაასწრებს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "მილანი" "ნაპოლის" 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "როსონერის" მწვრთნელი სტეფანო პიოლი სკუდეტოს მოპოვების იმედს არ კარგავს.

"პროფესიული უნარების განვითარების მხრივ ფეხბურთი ბევრ ასპექტში უკეთესი გახდა, მეტადრე ორ-სამში, რომლებსაც მე განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ: სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყვეტილების ძიებაში და ალბათ, გარე სამყაროსთან ურთიერთობაში.

"მილანს" უნდა სჯეროდეს, რომ "ნაპოლის" გადაასწრებს, ისევე როგორც მჯეროდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, თუმცა თავიდან ეს მიუღწევლად მოჩანდა.

მახსოვს, ღამის ორ საათზე შვილთან ერთად აივანზე სიგარას ვეწეოდი, ქუჩაში კი გულშემატკივრებმა "მილანის" დროშებით გაიარეს. იმ მომენტში ჭეშმარიტად შევიგრძენი სიდიადე იმისა,
რაც ჩვენ გავაკეთეთ", - ციტირებს პიოლის Sport Mediaset-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მილანს სჯეროდეს, მაგრამ ამ სეზონში ნაპოლიმ ყველა მოწინააღმდეგეს გაუცრუოს იმედი.
გუგა
18:53 26-12-2022
0
თუ ღმერთმა არ ქნას და კვარას ჩავარდნა გაგრძელდა გადასსწრებს კიიდეც, ზელენსკი, კი მინჯე. ლოსანო რა დონეცაა კარგად დავინახეთ მზოფლიოზე.
რრრ
22:16 25-12-2022
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული