პიოლი: "მილანს" უნდა სჯეროდეს, რომ "ნაპოლის" გადაასწრებს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "მილანი" "ნაპოლის" 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "როსონერის" მწვრთნელი სტეფანო პიოლი სკუდეტოს მოპოვების იმედს არ კარგავს.

"პროფესიული უნარების განვითარების მხრივ ფეხბურთი ბევრ ასპექტში უკეთესი გახდა, მეტადრე ორ-სამში, რომლებსაც მე განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ: სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყვეტილების ძიებაში და ალბათ, გარე სამყაროსთან ურთიერთობაში.

"მილანს" უნდა სჯეროდეს, რომ "ნაპოლის" გადაასწრებს, ისევე როგორც მჯეროდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, თუმცა თავიდან ეს მიუღწევლად მოჩანდა.

მახსოვს, ღამის ორ საათზე შვილთან ერთად აივანზე სიგარას ვეწეოდი, ქუჩაში კი გულშემატკივრებმა "მილანის" დროშებით გაიარეს. იმ მომენტში ჭეშმარიტად შევიგრძენი სიდიადე იმისა,
რაც ჩვენ გავაკეთეთ", - ციტირებს პიოლის Sport Mediaset-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არავის სჯეროდა მილანის გაჩემპიონება,მაგრამ გახდა!სასწაული ერთხელ ხდება და უკე მომხდარია.ასე რომ, ახლა სხვისი დროა და ეს არც სასწაული იქნება.თითქმის სასწაული იქნება,ნაპოლი ვერ გახდეს ჩემპიონი და ამის გაკეთება,მხოლოდ თვითონ ნაპოლის შეუძლია,ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას.
სოსო
21:45 25-12-2022
0
მილანს სჯეროდეს, მაგრამ ამ სეზონში ნაპოლიმ ყველა მოწინააღმდეგეს გაუცრუოს იმედი.
გუგა
18:53 26-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული