იტალიის ჩემპიონატზე "მილანი" "ნაპოლის" 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "როსონერის" მწვრთნელი სტეფანო პიოლი სკუდეტოს მოპოვების იმედს არ კარგავს.
"პროფესიული უნარების განვითარების მხრივ ფეხბურთი ბევრ ასპექტში უკეთესი გახდა, მეტადრე ორ-სამში, რომლებსაც მე განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ: სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყვეტილების ძიებაში და ალბათ, გარე სამყაროსთან ურთიერთობაში.
"მილანს" უნდა სჯეროდეს, რომ "ნაპოლის" გადაასწრებს, ისევე როგორც მჯეროდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, თუმცა თავიდან ეს მიუღწევლად მოჩანდა.
მახსოვს, ღამის ორ საათზე შვილთან ერთად აივანზე სიგარას ვეწეოდი, ქუჩაში კი გულშემატკივრებმა "მილანის" დროშებით გაიარეს. იმ მომენტში ჭეშმარიტად შევიგრძენი სიდიადე იმისა,
რაც ჩვენ გავაკეთეთ", - ციტირებს პიოლის Sport Mediaset-ი.
მახსოვს, ღამის ორ საათზე შვილთან ერთად აივანზე სიგარას ვეწეოდი, ქუჩაში კი გულშემატკივრებმა "მილანის" დროშებით გაიარეს. იმ მომენტში ჭეშმარიტად შევიგრძენი სიდიადე იმისა,