"იუვენტუსმა" "ნაპოლისთან" სხვაობა შეამცირა - "ინტერმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
7 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურის სამი მატჩი გაიმართა.

"იუვენტუსმა" სახლში "უდინეზეს" 1:0 ძლივს სძლია, ჩემპიონატზე ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა, 37 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა და ლიდერ "ნაპოლის" 4 ქულით ჩამორჩება. "იუვეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ კარგ ფორმაში არიან და თამასა კიდევ უფრო უნდა ასწიონ. მისმა გუნდმა იტალიის პირველობის 17 შეხვედრიდან 12-ში გოლი არ გაუშვა.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - უდინეზე 1:0
გოლი: დანილო (86)

"ინტერმა" "მონცასთან" კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი, ფრეს (2:2) დასჯერდა და 34 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
არადა, "ნერაძურის" გულშემატკივრები გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ, მილანიდან 20 კილომეტრით დაშორებულ მონცაში მოტოციკლებით გაეგმგზავრნენ და იმედგაცრუებულები დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო გოლი შეცვლაზე შესულმა მცველმა ლუკა კალდიროლამ გაიტანა, რომელიც "ინტერის" აკადემიის აღზრდილია, მაგრამ ამ გუნდში არასოდეს არ უთამაშია. "ინტერის" მწვრთნელი სიმონე ინძაგი მსაჯობით უკმაყოფილო გახლდათ, რამეთუ მისი აზრით, ფრანჩესკო აჩერბის გოლი უნდა ჩაეთვალათ.

მონცა. "U-პოუერ სტადიუმი"
მონცა - ინტერი 2:2
გოლები: 0:1 დარმიანი (10), 1:1 ჩურია (11), 1:2 მარტინესი (22), 2:2 კალდიროლა (90+3)

"ფიორენტინამ" საკუთარ მოედანზე "სასუოლოს" 2:1 მოუგო.

ფლორენცია. "არტემიო ფრანკი"
ფიორენტინა - სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 საპონარა (48), 1:1 ბერარდი (57, პენ), 2:1 გონსალესი (90+1, პენ)

ჩვენი შეხსენება რად გჭირდებათ, რომ დღეს "ნაპოლი" გასვლაზე "სამპდორიას" დაუპირისპირდება და კიდევ 4 შეხვედრა ჩატარდება:

სალერნიტანა - ტორინო
ლაციო - ემპოლი
სპეცია - ლეჩე
მილანი - რომა

მკითხველის კომენტარები / 4 /
bojos msajebze ukmayofilo darchenila mashin ariyvnen ukmayofilo xvichas fexebshi ro urtyes msajiana roetamashes mtel napolis yvelaze sazizxari gundi interi myel msoflioshi vot
Iberia
13:07 08-01-2023
2
დაისაჯა ინტერი რა ეგონათ აბა კვარას ჩეხვით მოპოვებული გამარჯვება შერჩებოდათ.DDD
ეეე
12:50 08-01-2023
1

სიახლეები პოპულარული