დატოვებს სპალეტი "ნაპოლის"? - დე ლაურენტისმა სასწრაფოდ მოლაპარაკება წამოიწყო

AutoSharing Option
ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო "ნაპოლის" დიდებულ ასპარეზობასა და მისი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის გენიალურობაზე ლაპარაკობს. თუმცა, მან შეიძლება მალე გუნდი დატოვოს. საქმე იმაშია, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თადარიგი დაიჭირა და თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება ხელშეკრულების 2 წლით გაგრძელებაზე მიმდინარეობს.

თუ სპალეტი დე ლაურენტისის წინადადებაზე დათანხმდება, გასამრჯელოსაც მოუმატებენ. ლუჩანომ "ნაპოლი" 2021 წლის 29 მაისს ჩაიბარა და გაფორმებული კონტრაქტის დეტალები დღემდე არ გახმაურებულა.