![](https://sportall.ge/pictures/image5/5d27a2691c7c69f0138b7c5d45e94681.jpg)
იტალიის თასის მერვედფინალში "კრემონეზესთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:
"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ. ცხადია, ბურთთან საუკეთესოდ არ ვმუშაობდით, თუმცა თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მარტივი შეცდომები დავუშვით.
თასის გათამაშებიდან გამოვვარდით, რადგან ჩვენი შესაძლებლობების ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ".