"იუვენტუსი" მკაცრად დასაჯეს - 15 ქულა ჩამოაკლეს და მე-10 ადგილზე დაქვეითდა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ (FIGC) პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "იუვენტუსი" დასაჯა.

პროკურორმა სასამართლოს ტურინული კლუბისთვის 9 ქულის ჩამოკლება შესთავაზა, მაგრამ განაჩენი უფრო მკაცრი გამოუტანეს - 15 ქულა ჩამოაკლეს და მეათე ადგილზე დაქვეითდა.

"იუვენტუსი" გამტყუნებულ იქნა კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის საქმეზე, რომელშიც აგრეთვე "სამპდორია", "პრო ვერჩელი", "ჯენოა", "პარმა", "პიზა", "ემპოლი", "ნოვარა" და "პესკარა" იყვნენ ეჭვმიტანილნი, თუმცა ყველა გაამართლეს.

დაისაჯნენ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც ადრე გადადგნენ: ანდრეა ანიელი და მაურიციო არივაბენე 24-24, ფაბიო პარატიჩი 30, ფედერიკო კერუბინი 16, ხოლო პაველ ნედვედი 8 თვით არიან
დისკვალიფიცირებულები.

დისკვალიფიკაცია ვრცელდება იტალიურ ფეხბურთში მუშაობაზე. სასამართლომ უეფასა და ფიფას წინაშე წარადგინა მოთხოვნა, რომ აღნიშნული პირების სასჯელი ამ ორგანიზაციების ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზეც გავრცელდეს.

"იუვენტუს" გამოტანილი ვერდიქტის იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გასაჩივრების უფლება აქვს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
ხელმძღვანელობის გამო ფეხბურთელები არ უნდა ისჯებოდნენ, მათ ეხლა მოტივაცია ხომ დეკარგათ...რათქმაუნდა ხვიჩას და და მის კლუბს ვგულშემატკივრობ, თუმცა იუვეს ასეთი ფორმით დასჯა უსამართლოდ მიმაჩნია
merabi-1960
22 იანვარი 2023 14:52
1
გამოდის მაფიოზურ იტალიაში უფრო სამართლიანი სასამართლო არსებობს ვიდრე ბიძინას საქართველოში.
ასეა ეს
21 იანვარი 2023 18:02
16
კიდევ კარგი ხვიჩას ტრანსფერი არ შედგა ამ შეჩვენებულ გუნდში. რა გადარჩა ჩვენი ბიჭი?!
გულშემატკივარი
21 იანვარი 2023 12:10
3
ჯერ კიდევ 60 წლებიდან იუვე მრავალჯერ იქნა მხილებული ფინანსურ მაქინაციებში..ცალკე გახმაურებული თამაშების გაყიდვები...როსის დისკვალიფიკაცია..ცალკე ტიტულების ჩამორთმევა ამ ბოლო წლებში..მაინც იგივეს აგრძელებენ..კიდევ კარგად გამოძვრენილან თუ ამ განაჩენს უტოვებენ....სუბარი იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ტიტულის ჩამორთმევასა და სერია ბ გდაყვანაზე...ეგ ერთხელ უკვე გამოსცადა იუვემ....ასე რომ მომხდარიყო ნაპოლის 4 სკუდეტო დაემატებოდა..
ბუჯანგა
21 იანვარი 2023 11:42
4
როსი მაშინ ტორინოში თამაშობდა და იუვეში მხოლოდ მუნდიალის მერე გადავიდა. ასე რომ როსი არაფერ შუაშია იუვენტუსის გმირობებთან
Bmb
21 იანვარი 2023 15:45
1
ცნობისთვის 2006 წლის კალჩოპოლის ამბავში საბოლოოდ იუვე ბოლომდე გამართლდა.
აკო
21 იანვარი 2023 14:29
4
ნაპოლის ჩემპიონობა გარდუვალი ხდება
საბა
21 იანვარი 2023 09:10
0
იუვემ თვითონ გაიჩალიჩა, არ იშლიან მაინც და რა გინდა? იუვე ჩაპოიწერა დაგვრჩა მილანის ორ კლუბი მოწინააღმდეგეთ. მათ დავაჭმევინებთ ერთმანეთს და სკუდეტო ჩვენი იქნება. DDD

FORZZA NAPOLI
G.LA
21 იანვარი 2023 09:03
1
ეს გასაგებია იუვნტუსი ერთერთი პირველია გაყიდული თამაშების ორგანიზების სპეციალისტი იტალიაში. მაგრამ მილანს როდის დასჯიან ? ან კბშნიკს რომელმაც 2 გოლი საკუთარ კარში შეაგდო მაგაზე საქმე არ ახიძრება? თუ იტალიაში ახლა მილანს აქ უფლება გაყიდული თამაშები გააკეთოს სანამმეც მიცემენ ნებართვას. აგერ იუვნტუს დაანახეს რო სუპერლიგა კი არა ისევ უკან დააბრუნებენ სერია ბ ში თუ მოუნდათ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21 იანვარი 2023 04:23
63
ასეთები აღარც მეცოდებიან!!)
21 იანვარი 2023 20:48
0
ექიმს ეჩვენე სექტანტო .
კახაბერი
21 იანვარი 2023 10:29
8
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული