თუ ძანიოლო წავა - "რომას" შემცვლელის ალტერნატივა ისევ სერია A-დან აქვს

AutoSharing Option
იტალიური მედიის ინფორმაციით, "რომა" ნიკოლო ძანიოლოს შემცვლელს ისევ სერია A-დან განიხილავს.

22 წლის შემტევი "ჯალოროსის" დატოვებასთან და პრემიერ ლიგაში გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, "მგლები" "უდინეზეს" ფეხბურთელის ჟერად დეულოფეუს დაამტებას შეეცდებიან, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 16 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ესპანელმა კალჩოში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 3 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული