ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.
იუვეს 1 ან 2 ფეხბურტელი კი არა, 40 ფეხბურთელი იყიდა ყალბ ფასებში. სისტემა ააწყო იუვემ, და ამის გამო დასაჯეს.
სხვა არ ვიცი, მაგრამ სულ რამოდენიმე თვის წინ დაიდო კვარაცხელიას კონტრაქტი,და კაცმა არ იცის - რა თანხა გადაიხადა "ნაპოლიმ",ვის გადაუხადა, რამდენი ერგო "დინამოს", რამდენი ჩაიჯიბა ჯუღელმა ...რატომ 6 თვის თავზე ვგებულობთ რომ ხვიჩას აქვს ერთერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება კლუბში?
ეს ის საკითხებია რომლებიც ჩვენთვის არის საინტერესო, თორემ ნებისმიერ კლუბში. ეხება ევროპაში.ზუსტად ასევე არის კორუმპირებული ფიფაც და უეფაც( იქ კიდევ უფრო დიდი თანხები ტრიალებს). ზუსტად ამიტომ არ სურს ფეხბურთის მაფიას, რომ შეიქმნას ე ბი ეის თუ ენ ეიჩ ელის მსგავსი ლიგა, სადაც ღიად ხდება სპორტსმენების შესყიდვა და ამდენი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი შემთხვევა გარიგებული თამაშის თუ ე.წ. "შავი ფულის" გათეთრების შემთხვევა.
ევროპული ფეხბურთის მდგომარეობა ძალიან წააგავს დღევანდელი საქართველოს სიტუაციას,როცა ყველამ იცის რომ ავადმყოფს მხოლოდ ქირურგიული ჩარევა თუ უშველის, მაგრამ ცდილობენ ასპირინით მკურნალობას. შედეგიც ვიცით როგორი იქნება, მაგრამ მაინც ვეფართხუნებით წარსულს და არ გვესმის რომ ყველაფერი იცვლება.