პროკურორი მზადაა, ოსიმენის ტრანსფერის სავარაუდო ყალბი დოკუმენტები მოითხოვს - ქულების ჩამოკლება "იუვენტუსის" მსგავსად "ნაპოლისაც" დაექმურება?

AutoSharing Option
POSTV - ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერის დროს.

ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ვერაფრით ვერ ვხვდები ამათ ლოგიკას.რატომ ისჯებიან ფეხბურთელები და გულშემატკივრები...ანუ ფეხბურთელები კლუბთან კონტრაქტს რომ დებენ,მისი ბუღალტერია უნდა იცოდნენ? აქ ხომ თამაშების ჩაწყობაზე არ არის საუბარი...
merabi-1960
22 იანვარი 2023 16:32
2
POSTV ხომ? ამუშავდა რუსეთი, რომ არ გახდეს ხვიჩა ჩემპიონი? აი მაედონიასთან კოვიდიც მაგათმა გამოუწერეს ხვიჩას, რომ ნაკრები ვერ გასულიყო!!!
POSTV -ის რაა?
22 იანვარი 2023 16:30
36
ნამეტნავად კარგად არის პოსტივი ინფორმირებული. ჯერ კვარას ბებია გამოაცხადეს გარდაცვლილად, ახლა ქულების ჩამოკლებაზე არიან. თუმცა მათ საერთოდ როგორ უნდა უყუროს ნორმალურმა ქართველმა!
გაგა-ს
23 იანვარი 2023 02:51
0
პოს ტვ-ის ტელევიზიაზე დიდი წარმოდგენის არვარ მაგრამ საფეხბურთო კუთხით ერთერთი ყველაზე ინფორმირებული წყაროები ყავთ. გადახედე მათ ფეისბუქ გვერდს და მიხვდები
გაგა
22 იანვარი 2023 17:45
7
ყველა გამოხმაურება
15 ქულა რომც დააკლონ მაინც ჩემპიონი გახდება :)) 7 ქულას დაუქაჩავს მილანს
beqa
22 იანვარი 2023 16:30
11
ამათ ხოარაჟრიალებთ. 33 წლის მერე გუნდი პირველად იგებს სკუდეტოს რაის მინუს 15 ქულა, ბარემ პირდაპირ ჩაახუტეთ მილანს თასი. ან ამდენი ხანი სად იყვნენ თუ რამე ეჭვი ქონდათ რამდენი ხანია ოსიმენი ნეაპოლშია. ამ სეზონს თავი დაანებონ თორე გადაწვავს მთელი ნეაპოლი მაგ ფედერაციას და მართლებიც იქნებიან
ქართველი
22 იანვარი 2023 16:23
0
მილანს არა და ინტერს კი ჩაახუტებენ, როგორც ყოველთვის. მილანს ჩემპიონობას ბერლუსკონის პრემიერობია დროს არ ახუტებდნენ.
H
22 იანვარი 2023 21:46
0
ყველაფერი გაკეთდება, რომ ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდეს.
ზაქრო
22 იანვარი 2023 16:21
4
რატო არავინ წერთ პოსტვ/ქოცები კვარას უტევენ?
ჯონდო
22 იანვარი 2023 16:14
21
თუ ასეა საქმე, დროზე უნდა მოცილდეს ხვიჩა ნაპოლის და საერთოდ იტალიას
გია
22 იანვარი 2023 16:06
5
კვარას წინსვლა-განვითარტებას არ შეეშალოს ხელი, თორემ იტალიელები ვინც არიან, რაც არიან და რა შეუძლიათ და საერთოდ ფეხბურთი რომ ფულის გათეთრების წყაროდ იქცა - საყოველთაოდ ცნობილია ბატონო ჩემო!
მაგალითად: ამ ბოლო დროს უკრაინელი ფეხბურთელი რომ 100მლ-ზე მაღალ ფასად გაიყიდა - იქედან "ატკატს" მეც ველოდები მგონია.
ვაჟა მასწავლებელი
22 იანვარი 2023 16:00
2
გუდ ბაი ჩემპიონობაც...
მეიცა
22 იანვარი 2023 15:58
7
ვინ ქექავს და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია! სერია ა-ს რომ დაერხა ხომ ხედავთ? ჰოდა მიზეზების ძიებამ ეს ფაქტებიც ამოყარა. ვფიქრობ კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი ამოხტება. გამოძიება ჯერ ახალი დაწყებულია.
Guriec
22 იანვარი 2023 15:37
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული