"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჯუღელი არის გოიმი, წერტილი. ნაპოლი ლიგაზე არ არის და ბავშვს ერთი წელი უცდება, გვინდა რომ სხვა გუნდში გადავიდეს, ამას შეიძლება ფიქრობდე მაგრა იმედზე ამის ჩიფჩიფი არის დამაზიანებელი ფეხბურთელისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე რუბინიც არ ყოფილა მაგრამ ჯუღელის ნერვიულობა არ მახსოვს
ლაშა
22:23 17-06-2024
2
აი ნაპოლის ეგ განცხადება ვინც დაწერა პასუხი უნდა აგოს. ბოდიშიც უნდა მოახდევინონ და გადადგეს. ეგ არის ვიღაცა დეგენერატი ქართველებს პატივს არ ცემს, ხვიჩას მამაც ფეხებზე კიდია ჯუღელთან გააიგივა მოკლედ მარტო ხვიჩა უნდათ "სიძედ" და ეგ თავისი ანტიქართული დეგენერატული კაპრიზი გადმოანთხია თავისი გაისწორა. ხვიჩას ადგილზე პასუხს მოვთხოვდი პირადად ახსნა განმარტებას ვაიძულებდი ამ კაცმა ასეთი რა დააშავა და შენ ვინ მოგცა მაგის უფლება რომ ასე საქვეყნოდ (უადგილოდ) უსწორებ რაღაცას და დეგენერატულ შენიშვნას აძლევ და აზრის გამოთქმას უკრძალავ. ზღვარს გადავიდა რო გაბედა იერიშის მიტანა. ხვიჩას მამას ელემენტარული პატივი უნდა სცეს და ესეთი უპატივცემულო ნაგლი განცხადებით არ უნდა გაეპასუხონ.
3

სიახლეები პოპულარული