6-გოლიან თრილერში "იუვენტუსი" "ატალანტას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში "იუვენტუსმა" "ატალანტას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

ბერგამოელებმა ანგარიში მე-4 წუთზე ადემოლა ლუკმენის გოლით გახსნეს. 25-ე წუთზე ანხელ დი მარიამ წონასწორობა პენალტის ნიშნულიდან აღადგინა. 34-ე წუთზე არკადიუს მილიკმა ტურინელები წინ გაიყვანა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 1 წუთის შემდეგ ჯოაკიმ მაელემ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. ადემოლა ლუკმენმა 53-ე წუთზე სტუმრები მეორედ დააწინაურა, 65-ე წუთზე კი დანილომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, 15 ქულის დაკლების შემდეგ "ბიანკონერი" 23 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას 29 იანვარს, "მონცას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ატალანტა" 35 ქულით მე-5 ადგილზეა, 28 იანვარს კი "სამპდორიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა რა დააშავეს ?
ორგანიზაციაში ბუღალტერი ფულს რომ გაფლანგავს, მას იჭერენ, და არა ისე, რომ ყველა თანამშრომელი დასაჯონ.
ქიტესა
12:14 23-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული