მოურინიო: "ნაპოლი" შევაშინეთ, სტადიონი გავაჩუმეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "ნაპოლისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ DAZN-ის ეთერში განაცხადა, რომ გამარჯვებას მისი გუნდი იმსახურებდა:

"ჩვენ თამაში თავიდანვე კარგად დავიწყეთ. ოსიმენის გოლის შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში უსამართლობის განცდა გვქონდა, მაგრამ გუნდი კარგად თამაშობდა, ძალიან კარგად იცავდა თავს, მაღალ პრესინგს მიმართავდა და მეტოქეზე ზეწოლას ახდენდა. არის მატჩები, რომლებსაც წააგებ, თუმცა უფრო თავდაჯერებული ხდები, ვიდრე ადრე იყავი. ეს ისე გაისმის, როგორც ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ ასეთია ჩემი გრძნობა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც "ნაპოლის" ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა და ამან ისინი შეაშინა.
სიჩუმემ დაისადგურა და სტადიონი ცარიელი მოჩანდა.

ბოლოს შეცვლაზე სამი ბავშვი შევუშვი, რომლებიც გასულ წელს ტრიგორიაზე თამაშობდნენ და ამან დიდი სიამოვნება მომანიჭა. ხანდახან ფეხბურთი სამართლიანი არაა, რადგან გუნდი, რომელიც მეტს იმსახურებს, მარცხდება. დღეს ეს ჩვენ დაგვემართა. სახე დამწუხრებული მაქვს, გული კი - სიამაყით სავსე. წინ რთული პერიოდი გველის, კვირაში ორი-სამი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.

დაბადების დღესთან დაკავშირებით სპალეტიმ საჩუქარი გამიკეთა. მადლობა გადავუხადე. ჯერ არ მინახავს, რა არის (პუნჩინელა აჩუქა - დელ არტეს იტალიური კომედიის პერსონაჟის ნახატი). გავიმეორებ, რაც გუშინ ვთქვი - "ნაპოლის" ჩემპიონის ვარსკვლავი აქვს, რომელიც გარკვეულ მომენტებში მათთვის აინთო. ახლა უფრო დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემპიონები გახდებიან.

საკუთარ მოედანს უზარმაზარი ფაქტორი აქვს, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად რისკიანად ვითამაშეთ. ოსიმენი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ თუ ინგლისში წავა, დამოკიდებულების შეცვლა მოუწევს, რადგან იქ მოკლავენ. სიმულაციას თავი უნდა დაანებოს. აქ ამას ყველა პატიობს".

altრა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

altკვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

alt"ეს შეუძლებელია" - ხვიჩამ სპალეტი გააბრაზა

alt"დღეს უნდა გავიმარჯვოთ" - "ნაპოლის" ქომაგები დე ლაურენტისს "მარადონაზე" ოვაციებით დახვდნენ [VIDEO]

alt"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას" - რა იდეა ჰქონდა მანჩინის?

მკითხველის კომენტარები / 12 /
რაღას ყეყეჩობ ყველამ დაინახა ვინ რას იმსახურებდა მაინცდამაინც ბურთი უნდა დაგახიონ სახეზე
გიო
30 იანვარი 2023 10:17
0
ასეთი სიტყვებისთვის ურიგო არ იქნებოდა ოსიმენის მაგივრად თავად გქონოდათ ხელი შეხვეული. მოჩეხყა ისევ დაშვებულია?
სვანსკი
30 იანვარი 2023 09:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული