ოსიმენმა "ემპოლის" კარში გატანილი გოლით 130 000 ევრო გამოიმუშავა

AutoSharing Option
La Gazzetta Dello sport-ის ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში "ემპოლის" კარის დალაშქვრის შემდეგ, "ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა 130 000 ევრო გამოიმუშავა.

მოგეხსენებათ, ნიგერიელს "პარტენოპეისთან" კონტრაქტში საბონუსე პუნქტი აქვს ჩადებული. მას ტოსკანელთა კარში ბურთის შეგდებით ყველა ტურნირზე 21 გოლი მოუგროვდა, რითაც ბონუსების პირველი პუნქტი დააკმაყოფილა. შრომით ხელშეკრულებაში ეწერა, რომ თუ ვიქტორი 20+ გოლს გაიტანდა, 130 000 ევროს მიიღებდა.

მსგავსი საბონუსე ხელშეკრულება აქვს ოსიმენს 25+ და 30+ ბურთებზე, რაც დამატებით თანხის გამომუშავებას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფინანსური ფიარ პლეი ირღვევა ხვიჩას ხელფასი თუ გაეზრდება . გასავალი არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალს.
ევგენი
26 თებერვალი 2023 23:55
2
ძალიან "მაგარი" აგენტი რომ ჰყავს ხვიჩას იმის ბრალია,გამოსასყიდი თანხა რო არ ჩაადებინა კონტრაქტში. ჩვენ ქვეყანას მაინც სხვანაირად უყურებენ ეს იტალიელები, ფიქრობენ ისედაც დიდ ფულს ვუხდით ხვიჩასო, მის ადგილას ევროპელი ან ბრაზილიელი რომ ყოფილიყო მინიმუმ 3,5-4 მილიონი ექნებოდა ხელფასი. გასაგებია რომ პირველი წელია მაგრამ კონტრქტის გავრძელებას რომ აპირებენ და მხოლოდ გაორმაგებას სთავახობენ ჯუღელს რა სძინავს ამ დროს, უნდათ რომ მომავალი 5 წელი ათამაშონ 2,5 მილიონად.
მამუკა
26 თებერვალი 2023 20:06
4
აგენტი არ აქტიურობს არამარტო ხვიჩასთან, არამედ სხვა ფეხბურთელების აგენტებთან მიმართებით. როცა ასე ცნობილი აგენტი ხარ, კეთილი უნდა ინებო თუნდაც სხვა აგენტების კლიენტებს გაუწიო რეკომენდაცია. არის კიდევ ერთი ნიუანსი - ჩვენი ნაკრების დაბალი რეიტინგი, ესაა პრობლემა ჩვენ ფეხბურთელთა დაბალ ფასთან დაკავშირებით.
ლაშა
27 თებერვალი 2023 11:52
0
ამიტომაც არის დაგეშილი. ტიპმა ლამის ცენტრიდან დაარტყას ხოლმე... ძალიან ცუდი პუნქტია ჩადებული ხელშეკრულებაში. ამით ტიპს აღორებენ და პასის მიცემა აღარ უნდა და ამის გამო შეიძლება ცუდი შედეგი მიიღოს კლუბმა.
ქართველი
26 თებერვალი 2023 19:52
4
დავაკვრდი და ხვიჩას დამსახურებით გატანილ გოლების შემდეგ, მისკენ აღარც იხედება.
ქართველი
26 თებერვალი 2023 18:30
1
მორჩაა ეს აწი ხვიჩას პასს აღარ მისცემს კაცმა მსუქანი ბონუსების სუნი იგრძნოო P
zura222
26 თებერვალი 2023 15:23
3
ოსი შენ თუ კაცი ხარ ნახევარი უნდა გაუნაწილო კვარას
რაბუ
26 თებერვალი 2023 14:40
4
მაგიტომ არ აწვდის ხომ ? ხვიჩას პასებს
გულშემატკივარი
26 თებერვალი 2023 14:17
2
მერე ხვიჩას რა, ვირის თავ-ფეხი?!
აი სადაა დაუფასებლობა... კაცს 2,5-3 მილიონი უნდა გაუხადონ ხელფასი, როცა შარშანდელ ხელმოცარულ ნაპოლიში დარჩენილები გაცილებით მეტს, მინიმუმ ორმაგს გამოიმუშავებენ!
ლაშა
26 თებერვალი 2023 13:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული