"მილანმა" წააგო და "ნაპოლისთან" სხვაობა ვერ შეამცირა

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში „ფიორენტინამ“ სახლში „მილანს“ 2:1 სძლია და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე სტეფანო პიოლის გუნდის ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.

„ნაპოლის“ მოულოდნელად „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ, ლომბარდიულ გუნდებს ლიდერთან სხვაობის მცირედით შემცირების შანსი მიეცათ, „მილანმა“ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, „ინტერი“ კი დღეს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

„როსონერი“ 47 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა, „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩება და 13 მარტს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - მილანი 2:1
გოლები: 1:0 გონსალესი (49, პენ), 2:0 იოვიჩი (87), 2:1 თეო ერნანდესი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 3 /
წინატურში თუ 18 ქულიანი ჩამორჩენა იყო ახლა 17 ქულიანი ჩამორჩენაა. მოხდა გადატვირთვა და როგორც ნათქვამია, დამარცხების შემდგომ ბევრს სწავლობ...
წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!
ლაშა
12:36 05-03-2023
1
ჩემპიონის ვინაობა დიდი ხანია გარკვეულია, ეხლა მთავარი ის დარჩა, ვინ მოხვდება ოთხეულში, ბევრი თამაშია დარჩენილი და შეიძლება ივენტუსი გავიდეს მეოთხეზე:)
გოგა
11:56 05-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული