"ნაპოლი" "აინტრახტთან" დანაკლისით? - ითამაშებენ თუ არა კიმი და მერეტი ფრანკუფრტელებთან

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" მცველ კიმ მინ ჟაეს დღეს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რომელიც დაადგენს, შეეძლება თუ არა მას ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტის" წინააღმდეგ თამაში.

მოგეხსენებათ, სამხრეთ კორეელმა დაზიანება "ატალანტასთან" მატჩის 76-ე წუთზე მიიღო, რის გამოც ჟუან ჟეზუსმა შეცვლა.

ჩვენი იტალიელი კოლეგები იუწყებიან, რომ წინასწარი ვარაუდით, კიმი გამოჯანმრთელებას მოასწრებს, რასაც ვერ ვიტყვით მეკარე ალექს მერეტზე. სავარაუდოდ, ფრანკფურტელთა წინააღმდეგ "პარტენოპეის" კარში კვლავ პიერლუიჯი გოლინი იდგება.