"ვცდილობ, მას დავემსგავსო" - ოსიმენმა თავისი ფავორიტი ფორვარდი დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ზღაპრულ სეზონს ატარებს, თავისი ფავორიტი თავდამსხმელი დაასახელა:

"ჩემი კერპი დიდიე დროგბაა. როდესაც პატარა ვიყავი, მაშინ მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარდა. კოტდივუარელი მოედანზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა.

ვცდილობ, მას დავემსგავსო და ეს ყოველთვის ასე მსურდა", - თქვა ოსიმენმა.