იტალიელმა ვეტერანმა აღნიშნა, რომ ის ყველაზე მეტად პსჟ-იდან წამოსვლას ნანობს.
"ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება პსჟ-ში თამაში იყო. მეგა-გუნდში ვთამაშობდი, სხვებზე ტექნიკურად გაცილებით ძლიერნი ვიყავით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან მაინც გამოვვარდით.
ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ პსჟ-ის დატოვებაა. 10 მილიონ ევროზე უარი ვთქვი", - აღნიშნავს ბუფონი.