პაულო დიბალა "იუვენტუსისგან" 50 მილიონს მოითხოვს

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ თავის ყოფილ გუნდ "იუვენტუსს" სასამართლოში უჩივლა.

Corriere della Sera-ს ცნობით, გასულ წელს დიბალამ "იუვენტუსთან" კონტრაქტის ხუთი წლით გაგრძელებაზე მიაღწია შეთანხმებას, მაგრამ შემდეგ ტურინულმა კლუბმა გადაწყვიტა, მასთან თანამშრომლობა არ გაეხანგრძლივებინა.

ამიტომ დიბალა 50 მილიონ ევროს მოითხოვს - თანხაში სხვაობას "იუვეს" მიერ დაპირებულ ხუთსეზონიან და "რომასთან" გაფორმებულ სამსეზონიან ხელშეკრულებას შორის.

არგენტინელი ტურინულ გუნდში 2015-22 წლებში თამაშობდა, მის რიგებში ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, "რომაში" კი 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
50 მილიონი!...
გეგონება ფოჩიანი კანფეტებია. ასე გაუგონრად არანორმალური ხელფასები პირადად ჩემთვის მიუღებელია მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შიმშილი მძვინვარებს. ინგლისის პრემიერლიგაში უნდა ნახოთ თუ რამხელა ხელფასებია, ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქვეყანაში. მაგ. ჰაალანდს 800 000 ფუნტი აქვს კვირაში!
გასაგებია მარკეტინგიდან შემოსული შემოსავალი, მაგრამ არ ვიცი, ამდენი ხელფასი?! კარგი იქნებოდა რაიმე საქმელმოქმედო საქმიანობაში ჩართულიყვნენ სუპერკლუბები ან ფიფა-უეფა...
ლაშა
24 მარტი 2023 11:53
1
50 მილიონი პანჩური ეკუთვნის საშინელი თამაშისთვის.
ჯიჯი
23 მარტი 2023 23:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული