ოსიმენი გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამედიცინო გუნდი თამაშის უფლებას არ აძლევს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე "ლეჩესთან" დაბრუნება სურს.

შეგახსენებთ, ნიგერიელ ფორვარდს საზარდულის ტრავმა აწუხებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვიქტორი დაბრუნდა და საკუთარ გუნდს წარმატებაში დაეხმარება.

მიუხედავად ოსიმენის გამოჯანმრთელებისა, სამედიცინო შტაბი ფეხბურთელს თამაშის უფლებას არ აძლევს.

"ვიქტორის მსგავსი სტილის ფორვარდისთვის კუნთებისა და საზარდულის პრობლემა საშიშია და თუ ბოლომდე არ გამოკეთდა, მისი თამაში სარისკოა" - წერს გამოცემა.

დიდი ალბათობით, ოსიმენი "ლეჩესთან" მატჩს გამოტოვებს, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში კი "მილანთან" სათადარიგო სკამზე იქნება და სპალეტი
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ლეჩეს" ხვალ, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოსიმენი და ხვიჩა ერთად დიდი ძალაა და სხვებმაც თუ კარგად ითამაშეს მილანს შანსი არ ექნება.
ასეა ეს
12:07 07-04-2023
0
არ ვიცი რა სიმძიმის ტრამვა აქვს ოსის მარა საშიში ტენდენციაა თუ აიკიდა გაყიდვა და ასი მილიონი კი არა ...
zurabi
20:29 06-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული