"ლაციომ" "იუვენტუსს" მოუგო და "ნაპოლისთან" 16-ქულიანი ჩამორჩენა აღადგინა

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში "ლაციომ" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "იუვენტუსს".

"ლაციო" 58 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ნაპოლის" 16 ქულით ჩამორჩება და 14 აპრილს სტუმრად "სპეციას" დაუპირისპირდება.

"იუვენტუსი" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველად დამარცხდა, შეწყდა "ლაციოსთან" მისი შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია, 44 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულა აშორებს და 16 აპრილს "სასუოლოს" ესტუმრება.

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (38), 1:1 რაბიო (42), 2:1 ძაკანი (53)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული