მოგეხსენებათ, ხვალ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრება და პირველ შეხვედრას "სან სიროზე" გამართავს.
ნაპოლის გულშემატკივრები ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან. სავარაუდოდ, ნიგერიელი ფორვარდი მილანში თამაშს ვერ მოახერხებს.
Repubblica-ს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისი ისკიაში (კუნძული ნეაპოლის ყურეში) შვებულებისას რამდენიმე გულშემატკივარს შეხვდა და ვიქტორის მდგომარეობაზე უახლესი ამბები გაამჟღავნა.
"სამწუხაროდ, ვიქტორი არ არის სათამაშო მდგომარეობაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას 18-ში ვიხილავთ" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი ხვალ 23:00 საათზე გაიმართება.
წყარო: Areanapoli