ჭორი, ტყუილი და დესტაბილიზაციის მცდელობა - ოსიმენი არსადაც არ მიდის

AutoSharing Option
დღე არ გავა რომელიმე გამოცემამ (თანაც, ერთობ ავტორიტეტულმა) "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი რომელიმე გრანდში არ "გადაიყვანოს". ირწმუნებიან, რომ დასტურ ფლობენ ინფორმაციას და დეტალებსაც გვამცნობენ. ნიგერიელი "ჩელსის", "ბაიერნს", "რეალს", პსჟ-ს და სხვა კლუბებს დაუკავშირეს და ნეაპოლურ გუნდში უკვე შემცვლელიც მოუძებნეს. დღეს კი "მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ ვიქტორი არსად წასვლას არ აპირებს.

ფეხბურთელის გარემოცვამ ჭორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის პსჟ-ში გადასაბარგებლად მზადაა და საერთოდ რაიმე ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევია.

"ყველა ეს სიახლე სიცრუეა. ტრანსფერზე საუბარი ადრეა. ბევრი სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს. მოცემულ მომენტში
არაფერი არ ხდება", - განაცხადა ოსიმენის წარმომადგენელმა.

24 წლის ოსიმენმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ნაპოლისთან" კონტრაქტით 2025 წლის ივნისამდეა დაკავშირებული, ხოლო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მას 150 მილიონ ევროდ აფასებს.

თავად ვიქტორმა ადრე თქვა, რომ "ნაპოლიში" თავს ბედნიერად გრძნობს და ჯერჯერობით გუნდის გამოცვლას არ გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოსიმენს რა სეზონიც წელს ჰქონდა ან გამოუვა ან არა და ასეთ ფასზე კიდევ როდის ავა. ნაპოლის ოსი არ ჭირდება, ნახევარდაცვის ცენტრში 2 ტოპ ფეხბურთელი და სიმეონეც მშვენივრად გაართმევს თავს
უვიცი
09:01 29-04-2023
15
არ დარჩება.
აურელიოს გადაწყვეტილი აქვს მისი გაყიდვა.
და ოსიმენსაც აქვს უფრო "დიდ" გუნდში გადასვლის სურვილი.
ქ. გ.
06:59 29-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული