"მილანი" ძანიოლოს დამატებას კვლავ ეცდება - ნიკოლო, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, კლუბი "გალათასარაის" შემტევის, ნიკოლო ძანიოლოს დამატებას შეეცდება.

მოგეხსენებათ, "როსონერის" 23 წლის ფეხბურთელის დამატება ამ ზამთარსაც სურდა, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა და ძანიოლოც "რომადან" თურქეთში გადაბარგდა.

ნიკოლოს კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვას ითვალისწინებს.